2021 წლის 26 ივნისს,16საათზე, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში წყალქვეშა არქეოლოგიის მცირე დარბაზი გაიხსნა. სსიპ აჭარის მუზეუმის ხელმძღვანელობამ ეს საინტერესო ღონისძიება მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს დაუკავშირა. ბათუმი საპორტო ქალაქია და ვფიქრობთ, ასეთი სივრცე, ძალიან საინტერესო იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის.